ევროპარლამენტარი მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციასაც ავრცელებს

3 months ago 14

ევროპარლამენტარი ლენა შილინგი მზია ამაღლობელის პროცესს BSKY-სა და INSTAGRAM-ზე განახლებად რეჟიმში ეხმაურება.

“მზია საქართველო დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სიმბოლოა“,- წერს ევროპარლამენტარი, რომლის ციტატასაც მედიაჩეკერი ავრცელებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი დაიკითხებიან.

სრულად წაკითხვა