“ინტერ-რაოსთვის” სანქციების დაწესების მიზეზების დასახელებისას, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ის რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა, რომელსაც დაახლოებით 19 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და რუსეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
“ინტერ-რაო” რუსული ენერგოჰოლდინგია, რომელიც აერთიანებს ელექტროენერგიისა და თბოენერგიის გამომუშავებით, ენერგოვაჭრობით, ელექტროენერგიის საცალო გაყიდვებით, ენერგეტიკული მანქანათმშენებლობით, საინჟინრო სერვისებითა და დარგობრივი IT ტექნოლოგიებით დაკავებულ კომპანიებს. იგი ოპერირებს რამდენიმე ქვეყანაში და წარმოდგენილია რუსეთის 30-ზე მეტ რეგიონში. მისი დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 31 გიგავატს (გვტ) შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ “ინტერ რაო” შვილობილი კომპანიების მეშვეობით არაერთ მნიშვნელოვან აქტივს ფლობს საქართველოში.
- სს „თელასი“ — თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია. „ინტერ რაო“ შვილობილი კომპანიის, Silk Road Holdings B.V.-ის მეშვეობით „თელასის“ აქციების 75.1%-ს ფლობს. აპირებს დარჩენილი წილის შეძენასაც.
- „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი 2“ — ჰიდროელექტროსადგურები მდინარე ხრამზე. ამ აქტივებს „ინტერ რაო“ კიდევ ერთი შვილობილი კომპანიის, Gardabani Holdings B.V.-ის საშუალებით აკონტროლებს.
ინტერ რაოს შვილობილი კომპანიები დასანქცირბეულები არ არიან.
რუსულ ენერგეტიკულ კომპანია „ინტერ-რაოსთან“ საქართველოს დავა აქვს წაგებული საერთაშორისო არბიტრაჟში და ა 76 მლნ დოლარს უხდის.
დავის საგანი მდგომარეობდა იმაში, რომ კომპანიას ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა სურდა და ითხოვდა 2014 წელს ტარიფების განსაზღვრისას „ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას“.
2022 წელს საერთაშორისო არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობას „ინტერ-რაოსთან“ 76 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·