ევროკავშირის ყველა წევრი შეთანხმდა უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების I თავის გახსნაზე

2 hours ago 1

ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი თავის (კლასტერის) გახსნაზე.

ამის შესახებ განცხადებას ევროკომისია ავრცელებს.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებებს გაწევრიანების პროცესის მთავარ საყრდენზე, რაც მოიცავს მართლმსაჯულებას, თავისუფლებასა და ფუნდამენტურ უფლებებს.

ჩვენ ვხედავთ იმ მძიმე შრომას, რომელიც ამ ქვეყნებმა გასწიეს და მათ ამ ძალისხმევას წინსვლის მკაფიო გზას ვთავაზობთ.

გაფართოება ჩვენი სტრატეგიული არჩევანია. ეს არის ჩვენი საუკეთესო ინვესტიცია მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საერთო მომავლისთვის“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკავშირში გაწევრიანება მოიცავს მოლაპარაკებებს ევროკავშირის წესებისა და კანონების კრებულის (Acquis Communautaire) ამჟამად 35 თავის მიხედვით. მოლაპარაკების თავები გადანაწილებულია 6 თემატურ კლასტერში. ყველაზე რთულად მიიჩნევა პირველი კლასტერი საფუძვლების შესახებ (fundametals), რომელიც პირველ რიგში იხსნება და ბოლოს იხურება.

უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. მათთან განაცხადა გააკეთა საქართველომაც, რომელსაც უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, წევრობის კანდიდატის სტატუსი პირობებით მისცეს. თუმცა დემოკრატიული უკუსვლის გამო, ამჟამად საქართველოს გაწევრიანების პროცესიში შეჩერებულია.

სრულად წაკითხვა