ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს – ურსულა ფონ დერ ლაიენი

4 months ago 18

ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს. ვახანგრძლივებთ სანქციებს თითქმის 2 400 ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის მიმართ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი განმარტებით, სასანქციო ზომებს შორისაა მოგზაურობის აკრძალვა, აქტივების გაყინვა, დაფინანსებისა და რესურსების აკრძალვა.

ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს. ვახანგრძლივებთ სანქციებს თითქმის 2 400 ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის მიმართ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო. სასანქციო ზომებს შორისაა მოგზაურობის აკრძალვა, აქტივების გაყინვა, დაფინანსებისა და რესურსების აკრძალვა. ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ურყევია“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ 6 თვით, 15 სექტემბრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

სრულად წაკითხვა