ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ავსტრიის წარმომადგენელი, 25 წლის JJ (იოჰანეს პიჩი) გახდა, სიმღერით Wasted Love. მან 436 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა ავსტრია იქნება.
მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს ისრაელისა და ესთონეთის წარმომადგენლებმა.
საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა იტალიას ერგო.
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ჟიური არ მონაწილეობდა ხმის მიცემაში.
ფინალურ შოუზე კი, ხალხთან ერთად, ჟიურიც მონაწილეობდა ხმის მიცემაში.
ევროვიზია 2025-ის ფინალში 26 ქვეყანა წარსდგა: ნორვეგია, ლუქსემბურგი, ესტონეთი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ისლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, ფინეთი, იტალია, პოლონეთი, გერმანია, საბერძნეთი, სომხეთი, შვეიცარია, მალტა, პორტუგალია, დანია, შვედეთი, საფრანგეთი, სან მარინო და ალბანეთი.
ევროვიზია 2025-ზე საქართველოს მარიამ შენგელია, სიმღერით Freedom წარადგენდა. მომღერალი კონკურსს პირველივე ეტაპზე, ნახევარფინალში გამოეთიშა.
69-ე ევროვიზიას შვეიცარიის ქალაქი ბაზელი მასპინძლობდა.