პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში ნიუკასლ იუნაიტედი მინდორზე მთავარი მწვრთნელის, ედი ჰოუს ასისტენტმა, ჯეისონ ტინდელმა გაიყვანა და გუნდმა მანჩესტერ იუნაიტედი 4:1 დაამარცხა.
საქმე ისაა, რომ ჰოუ აღნიშნულ შეხვედრას ავადმყოფობის გამო ტოვებდა, ახლა კი დაიწერა, რომ ინგლისელ სპეციალისტს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს.
კლუბის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ედი ჰოუ რეაბილიტაციის პროცესს გადის და გუნდს გამოჯანმრთელების შემდეგ დაუბრუნდება.
ედი ჰოუს გაწვრთნილი ნიუკასლი პრემიერ ლიგაში მე-4 ადგილზეა, სულ ცოტა ხნის წინ კი 'კაჭკაჭებმა" თასის ფინალში ლივერპულს 2:1 მოუგეს.