ედერსონი შესაძლოა თურქეთში გადავიდეს - სიტის მეკარის შენარჩუნება სურს

5 days ago 3

სტამბოლის „გალათასარაი“ აქტიურად ცდილობს „მანჩესტერ სიტის“ მეკარე ედერსონ მორაეშის დამატებას, — იტყობინება ცნობილი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

როგორც იწერება, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პირად შეთანხმებას უკვე მიაღწია თურქულ კლუბთან და 2028 წლის ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში სეზონურად 7 მილიონ ევროს მიიღებს.

„მანჩესტერ სიტის“ მიზანია ედერსონის შენარჩუნება, თუმცა „გალათასარაი“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ინგლისელთა თანხმობა ტრანსფერზე მიიღოს.

ედერსონი „მანჩესტერ სიტიში“ 2017 წლიდან თამაშობს და კლუბის შემადგენლობაში 372 მატჩი აქვს გამართულა. მისი წინა კლუბებია „ბენფიკა“, „რიუ ავესი“ და „რიბეირაო“.

სრულად წაკითხვა