“დღემდე ქართულმა საზოგადოებამ არ იცის თორნიკე რიჟვაძეს კლავდნენ თუ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს” – ლაშა ფარულავა

1 day ago 2

თორნიკე რიჟვაძეს კლავდნენ თუ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს? საზოგადოებას უფრო მეტი უთხრა ლევან ხაბეიშვილმა, ვიდრე გამოძიებამ. იგივე ფორმით იპოვეს გარდაცვლილი ჩაქვში სუს-ის თანამშრომელი – რატომ დაინიშნა მდინარაძე სუს-ის უფროსად? უკავშირდება თუ არა ეს ორი შემთხვევა შიდა დაპირისპირებებს?” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ და კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს:

88 დღე გავიდა საგარეჯოს ინციდენტიდან და დღემდე ქართულმა საზოგადოებამ არ იცის თორნიკე რიჟვაძეს კლავდნენ თუ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

მოტივთან დაკავშირებით უფრო მეტი გვითხრა ლევან ხაბეიშვილმა, ვიდრე გამოძიებამ და მეტიც, გუშინ იგივე ფორმით მოკლული იპოვეს აჭარის სუს-ის თანამშრომელი ჩაქვში, მასაც ჰქონდა წერილი და ჩნდება კითხვა, მამუკა მდინარაძე რა მიზნით დაინიშნა სუს-ის უფროსად? ეს უკავშირდება შიდა გარჩევებს? შიდა დაპირისპირებებს?

გამოვიდეს მამუკა მდინარაძე და ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რა ხდება მის უწყებაში, რა გარემოებებში მოხდა, რომ ჩაქვში სუს-ის თანამშრომელი მოკლული იპოვეს და ამ ყველა შეკითხვაზე უნდა გაგვცეს პასუხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ.

ამაზე საუბრობდა ლევან ხაბეიშვილი და ახლა ვსაუბრობთ და ვსვამთ ამ შეკითხვებს ჩვენ. შეწყვიტოს ტაილანდზე საუბარი და გვითხრას მიიყვანეს თვითმკვლელობამდე თორნიკე რიჟვაძე თუ კლავდნენ და რა იყო მოტივი ამ ყველაფრის, არის თუ არა ეს შიდა დაპირისპირება და თუ ის არ გასცემს ამ შეკითხვებზე პასუხს, 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი აიღებს ძალაუფლებას ხელში და დანაშაულის დაფარვისთვის ის აგებს პასუხს, ეს დღე ძალიან მალე დადგება”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა