ქართველ მცველ ცოტნე კაპანაძეს იმედი აქვს, რომ დუნაისკა სტრედასთან ერთად ევროტურნირს ითამაშებს და სლოვაკურ კლუბს იქამდე არ დატოვებს:
მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის. დუნაისკა სტრედაში ძალიან ბედნიერი ვარ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. აქ გადმოსვლა ჩემი კარიერისთვის საუკეთესო არჩევანი იყო. კონტრაქტის გახანგრძლივება რომ შემომთავაზეს, დიდხანს არ მიფიქრია. არ მინდა გუნდიდან წასვლა, სანამ რომელიმე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე არ გავალთ.
თავიდან ვფიქრობდი, რომ ადაპტაცია რთული იქნებოდა, მაგრამ დუნაისკა სტრედა ერთი დიდი ოჯახივითაა და ამის გამო გუნდს ბევრად უფრო მარტივად და სწრაფად შევეჩვიე. ახალმა კონტრაქტმა კიდევ უფრო თავდაჯერებული გამხადა. შესანიშნავია, რომ გუნდში კიდევ ერთი ქართველი ჩაირიცხა – გიორგი გაგუა ჩემთვის ძმასავითაა და გუნდის წარმატებისთვის ერთად ყველაფერს გავაკეთებთ.
- ამბობს ცოტნე კაპანაძე.