„დონეცკის სასამართლომ“ ქართველ მებრძოლს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

1 hour ago 3
წყარო: Rand Corporation

დონეცკის „უზენაესმა სასამართლომ“ საქართველოს მოქალაქე ნური მითაგვარიას შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობისთვის დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

9 ივნისის განცხადებაში, დე ფაქტო პროკურატურამ აღნიშნა, რომ 34 წლის მითაგვარია უკრაინაში 2022 წლის მარტში ჩავიდა, სამხედრო წვრთნა გაიარა, იარაღი და აღჭურვილობა მიიღო და რუსი სამხედროების წინააღმდეგ იბრძოდა. ამავე ინფორმაციით, 2026 წლის იანვრამდე მითაგვარია „ქართულ ლეგიონში“ მსახურობდა, რის შემდეგაც უკრაინის ეროვნული გვარდიის 128-ე ბრიგადის გასამხედროებულ ფორმირებაში „სოხუმის რაზმი“ და 93-ე მექანიზებულ ბრიგადაში  გადავიდა.

დე ფაქტო პროკურატურის თქმით, მან ანაზღაურების სახით 3.7 მილიონი რუბლი მიიღო.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა