მოგეხსენებათ, პსჟ-მ ლილისგან 60 მილიონ ევროდ მეკარე ლუკას შევალიე უკვე შეიძინა და როგორც ადგილობრივი გამოცემები ირწმუნებიან, ახალგაზრდა მეკარე გუნდის მთავარ კიპერად განიხილება.
რაც იმას ნიშნავს, რომ დონარუმამ საკუთარ მომავალზე ფიქრი უნდა დაიწყოს - იგივე გამოცემების მტკიცებით, იტალიელი მეკარე მზადაა პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს.
TalkSPORT-ის ინფორმაციით, დონარუმამ პარიზულ კლუბთან ახალი კონტრაქტის დადება ვერ შეძლო და წასვლას გეგმავს. მისი მიზანია კარიერის გაგრძელება „მანჩესტერში“, სადაც ის ანდრე ონანას შეცვლის.
ცნობისთვის, პარიზელები მზად არიან, ჯანლუიჯი დონარუმას 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ.