დონალდ ტრამპი უკრაინისთვის 50 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვას დათანხმდა

1 week ago 4

41

დონალდ ტრამპი უკრაინისთვის 50 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვას დათანხმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Kyiv Post-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილების შესახებ კონგრესს აცნობა, რომ უკრაინისთვის პირდაპირი კომერციული გაყიდვების გზით 50 მილიონი დოლარის ღირებულების თავდაცვითი შეიარაღების ექსპორტი დაამტკიცოს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ „იარაღის ექსპორტის კონტროლის აქტის“ მეშვეობით კონგრესისთვის გაგზავნილი მიმართვა უკრაინისთვის თავდაცვითი აღჭურვილობის მიყიდვას ითვალისწინებს.

გამოცემა წერს, რომ პირდაპირი კომერციული გაყიდვების მექანიზმის გზით აშშ-მა 2015-2023 წლებში უკრაინისთვის 1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების თავდაცვითი აღჭურვილობის ექსპორტი დაამტკიცა.

სრულად წაკითხვა