განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ერთგვარი მინიშნებადი შეფასებით ეხმაურება:
“დიფ სტეიტის მორიგი გამარჯვება! პატრიოტი კაცი, ნამდვილი ქართველი, ირაკლი ღარიბაშვილი საქმეს ჩამოაშორეს და იუსეიდის და გაეროს კადრი, ფარული ლიბერალი ირაკლი კობახიძე გააძლიერეს!
დიფ სტეიტი ბიძინა ივანიშვილის გონებასაც აკონტროლებს ისე, რომ თავად მან ეს არ იცის!” – წერს გია ნოდია ფეისბუქის პირად გვერდზე.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება