დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. “დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ – დღეს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია “იტალ ფარმაკოსთან”, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ.
ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში” – თქვა სარჯველაძემ. მისივე თქმით, პარალელურად გრძელდება მოლაპარაკებები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო კიდევ ერთი მედიკამენტის შემოტანის თაობაზე

3 days ago
31







English (US) ·
Georgian (GE) ·