დიდუბეში თბილისი-ბათუმის მატარებელი კაცს დაეჯახა – რა ხდება ახლა ადგილზე?

2 months ago 18

თბილისი – ბათუმის მატარებელი კაცს დაეჯახა. შემთხვევა დიდუბეში ცოტა ხნის წინ მოხდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

არსებული ცნობებით, კაცი ცოცხალია და მან დაზიანებები მიიღო.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. “მთავარი” ინფორმაციის გარკვევას შსს-სთან და “საქართველოს რკინიგზასთან” შეეცადა, თუმცა რკინიგზას ვერ დავუკავშირდით.

შსს-ში კი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ ინფორმაცია დაიწყო თუ არა გამოძიება.

სრულად წაკითხვა