"რუსეთის საომარი პოზიციების შესუსტების გამო, კრემლი სულ უფრო მეტად ეძებს მესამე ქვეყნებში არსებულ მარიონეტებს, რათა მხარი დაუჭირონ მის საომარ და პროპაგანდისტულ ოპერაციებს, მათ შორის საქართველოში" - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში;
სანქცირებულ ფარცხალაძესა და ვასაძეს გაეყინათ ფინანსური აქტივები ბრიტანეთში და აეკრძალათ ქვეყანაში შესვლა. ლევან ვასაძე პირველად გახდა სანქციების სამიზნე, ოთარ ფარცხალაძე კი დასანქცირებული ჰყავს აშშ-ს;
ლევან ვასაძე სანქცირებულია შემდეგი საფუძვლით:
- ნებისმიერი ისეთი პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერა ან ხელშეწყობა, რომელიც იწვევს უკრაინის დესტაბილიზაციას ან საფრთეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.
ოთარ ფარცხალაძე-რომანოვის სანქცირება ასეა დასაბუთებული:
- იღებდა ან იღებს სარგებელს რუსეთის მთავრობისგან ან მხარს უჭერს მას „მოსკოვის ბიზნეს საბროკერო კომპანიის“ დირექტორად მუშაობით. ეს კომპანია საქმიანობს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში, კერძოდ, ფინანსური მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში.
კონკრეტული პირების გარდა ბრიტანული სანქციები დაუწესდათ ნავთობტანკერებს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის - ისინი ბრიტანეთის მიერ რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილად იქნა მიჩნეული და დიდი ბრიტანეთის პორტებში შესვლა აეკრძალათ.
[მასალა განახლდება]