29 ივნისს, დილის 08:00 საათზე UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება და ეცდება, რომ ხალ დივიზიონში გადასვლა დიდი გამარჯვებით გახსნას.
Marca-ს ინფორმაციით, წლების წინ, ოლივეირასა და მახაჩევის სატიტულო ბრძოლაში ბრაზილიელმა 1.7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და როგორც წერენ, ოლივეირა ახლაც დაახლოებით ამდენივეს აიღებს.
რაც შეეხება ილია თოფურიას, მან უკანასკნელ ბრძოლაში მაქს ჰოლოუეის დანოკაუტებით 3.9 მილიონი დოლარი მიიღო და წესით, ქართველი მებრძოლი ანალოგიურის განმეორებას და ან უკეთესი შედეგის დაფიქსირებას შეძლებს.