გარდაიცვალა ექიმი, ყბა-სახის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ყბა-სახის ქირურგიის კათედრის დოცენტი არჩილ ბიგვავა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის დანაკლისი, რასაც დღეს კლინიკის თითოეული თანამშრომელი ვგრძნობთ.
ღრმა მწუხარებით გვინდა გაცნობოთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი კლინიკის ექიმი ყბა-სახის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ყბა-სახის ქირურგიის კათედრის დოცენტი – არჩილ ბიგვავა.
ექიმი არჩილი მრავალი ადამიანისთვის იყო არა მხოლოდ ექიმი, არამედ მაგალითი ღირსების, პასუხისმგებლობისა და საქმის უსაზღვრო სიყვარულისა.
მისი კოლეგები და პაციენტები ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემითა და მადლიერებით გაიხსენებენ ადამიანს, რომელმაც თავისი კვალი დატოვა როგორც მედიცინაში, ისე თითოეული ადამიანის გულში.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ექიმი არჩილმა სიყვარული და სიკეთე გაუზიარა”- ნათქვამია “ბლიც დენტალ კახაბერ ხარებავას კლინიკის” მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
არჩილ ბიგვავას სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან ახლობლები და პაციენტები:
“შოკიდან ვერ გამოვსულვარ, ძალიან განვიცდი, საოცარი ადამიანი და ექიმი იყო. ურთულესი ოპერაცია გამიკეთა მუდამ მისი მადლიერი ვიქნები. გუშინაც კი ვნახე, ამას რას წარმოვიდგენდი…”
“რა შემზარავი, თავზარდამცემი ამბავია. უსამართლობაა აჩიკოს ასე ადრე გასვლა. ნამდვილად არ ეკუთვნოდა თქვენს ოჯახს ასეთი ტრაგედია. აჩიკო წარმოსადეგი ქართველი… მარტო თქვენ კი არა ქალაქსაც დააკლდა. უფალმა დაუმკვიდროს მარადიული. ნათელი აჩიკოს ლამაზ სულს…”
“ღმერთო, რა საშინელი ამბავია, როგორი კარგი ადამიანი და პროფესიონალი. როგორი იმედი მქონდა ყოველთვის. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი…”
“რა სამწუხაროა ასეთი ლამაზი, ნიჭიერი და პროფესიონალი… ობლდება ქვეყანა. გაანათლოს სასუფეველში უფალმა…”
“დაუჯერებელი ამბავია, ძალიან მტკივა გული…”
“ძალიან ვწუხვარ და განვიცდი! ჩემი და ჩემი ოჯახის იმედი იყო! სათნოებაში განისვენოს! ასეთი პროფესიონალები ასე ადრე არ უნდა მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან!”
“წარმოუდგენელი ტრაგედიაა, უნიჭიერესი და პროფესიონალი ექიმი, მუდამ მემახსოვრება, ნათელი მის კეთილ სულს…”
“ტრაგედიაა, უმოქმედო გაგვხადე ყველა, რამდენი ადამიანის და პაციენტების იმედი იყავი…”
“ძალიან მძიმეა იმ ადამიანის და კოლეგის დაკარგვა, რომელმაც თავისი პროფესიონალიზმით, ადამიანობითა და ღირსებით სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. პროფი ესთეტიკის გუნდის სახელით გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას ექიმ არჩილ ბიგვავას გარდაცვალების გამო...“


7 hours ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·