საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემოციური შეფასებებით ეხმაურება ცენტრ “ემპათიის” დამფუძნებლის, მარიამ ჯიშკარიანის გარდაცვალების ფაქტს:
“გარდაიცვალა მარიამ ჯიშკარიანი – სამართლიანობისთვის მებრძოლი, კომპეტენტური და პატრიოტი, “ემპათიის” დამფუძნებელი.
ჩემი ციხეში მოწამვლის შემდეგ მარიამმა ბევრი იბრძოლა ჩემთან დასაშვებად და შემდეგ დადო ჩემი მოწამვლის შედეგების ზუსტად ამსახველი სამედიცინო დასკვნა.
დიდი მადლობა მარიამს, არასდროს დამავიწყდება მისი თანადგომა. ჩემი სამძიმარი მარიამის ოჯახს და ყველა ახლობელს.
ისე ჩემი მოწამვლაც CNN- მა გააშუქა პრაიმტაიმში, მაგრამ აქ საზოგადოების უმეტესობამ გაატარა, არადა დღემდე მაქვს ამ მოწამვლის სერიოზული კვალი. ჩემთვის კი შარშანდელ დანაშაულში არაფერი გასაკვირი არ ყოფილა, როგორც რუსებისთვის, ქოცებისთვის სხვადასხვა საწამლავის გამოყენება ძალიან ბუნებრივი ამბავია“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

1 day ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·