დიდებული ამბავი - ირაკლი ეგოიანი ვიტესის წლის საუკეთესო ფეხბურთელია!

2 hours ago 3

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ირაკლი ეგოიანი არნემის ვიტესის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ეგოიანის ვიტესმა პირველი დივიზიონის ბოლო შეხვედრა მოიგო, თუმცა მეორე დივიზიონში მაინც დაქვეითდა, რადგან კლუბს ფედერაციამ დარღვევებისთვის 39 ქულა დააკლო.

21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ერსტე დივიზიონში 36 შეხვედრა ჩაატარა, რა დროშიც ეგოიანმა 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით, ირაკლი ეგოიანი ივნისში სლოვაკეთში გაემგზავრება, სადაც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იასპარეზებს.

სრულად წაკითხვა