დიბუ ან ლამენსი - მანჩესტერი მეკარის დამატებას ცდილობს

1 month ago 17

ბაინდირისა და ონანას მიმართ არსებული უნდობლობის გამო, მანჩესტერ იუნაიტედმა გადაწყვიტა, რომ ახალი მეკარე დაიმატოს.

როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ახლა კლუბს ორი ვარიანტი აქვს. პირველი მათგანი სენე ლამენსია, მეორე კი გაცილებით გამოცდილი, თვით დიბუ მარტინესი.

ირკვევა, რომ მანჩესტერი ლამენსთან ხელშეკრულების გაფორმებას დღეს ეცდება, თუმცა თუ ტრანსფერი ჩავარდა, მაშინ კლუბი ასტონ ვილას ემილიანოსთვის მორიგ ჯერზე მიუბრუნდება.

გაირკვა ისიც, რომ ვილას დატოვება თავად არგენტინელ მეკარესაც სურს, რაც, სავარაუდოდ, მანჩესტერს საქმეს გაუადვილებს.

სრულად წაკითხვა