დიახ, როდესაც დანაშაულებრივ მოწოდებას განახორციელებს ადამიანი საჯაროდ და საქვეყნოდ, რაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებაა

3 days ago 1

წაკითხვა: 125

დიახ, როდესაც დანაშაულებრივ მოწოდებას განახორციელებს ადამიანი საჯაროდ და საქვეყნოდ, რაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებაა, ამის შემდეგ, ბუნებრივია, ეს ტალღა მოსალოდნელიც არის, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„თქვენ ალბათ გახსოვთ ჩვენი სამსახურის ცნობილი განცხადება იმის შესახებ, რომ პერფორმანსები არ ისჯება, ისჯება დანაშაული. დიახ, როდესაც დანაშაულებრივ მოწოდებას ადამიანი განახორციელებს საჯაროდ და საქვეყნოდ, რაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებაა, ამის შემდეგ, ბუნებრივია, ეს ტალღა მოსალოდნელიც არის, იყო და იქნება, კიდევ ვინმე თუკი დანაშაულს ჩაიდენს და შემდეგ ამ დანაშაულის „გასაპრავებლად“ ვიღაც მის მხარდასაჭერად რაღაც ქმედებების ჩადენას ფიქრობს.

როდესაც ერთმა ადამიანმა, ერთ, მეორე შემთხვევაში დანაშაულები ჩაიდინეს, ეს გამოიხატებოდა აშკარა მოწოდებაში, ოღონდ შეფუთვით, რომ მაგალითად, თუ იტყვი სახელმწიფოს მაგივრად ივანიშვილს, ქართული სახელმწიფოს მაგივრად ასევე რუსულ რეჟიმს,  ან რუსულ სპეცოპერაციას დაარქმევ არჩევნებს, სპეცოპერაციის პუნქტებს დაარქმევ საარჩევნო უბნებს, ამით მათ ფორმალური შემადგენლობის მიმართ უჩნდებათ შეგრძნება ან უფრო სწორად კიდევ, უჩენენ მოქალაქეებს შეგრძნებას, რომ ეს შეიძლება, არ იყოს დანაშაულის შემადგენლობა, მის ქმედებაში არ იყოს დანაშაულის შემადგენლობა.

რაც არ უნდა შეფუთო დამხობისკენ მოწოდება, როგორი ლამაზი სიტყვებითაც არ უნდა განახორციელო, ეს არის მოწოდება, თუმცა ასევე, მე თვითონ გეუბნებით და ჩვენმა სამსახურმაც ეს დაბეჯითებით განაცხადა თავის დროზე, რომ ამის შემდეგ, ამ დანაშაულის წასახალისებლად, გასამართლებად თუ ა.შ. თუკი ვინმე გადაწყვეტს, რომ ასეულობით ასეთი განცხადება გააკეთოს, ამისი მიზნობრიობა აბსოლუტურად სხვა არის და შემადგენლობა შესაძლოა აქ არ იკითხებოდეს, მაგრამ თვითონ მომწოდებელი, რომელიც მართლა ფიქრობს თავისი დანაშაულებრივი მოწოდების რეალიზებაზე და ამისი ობიექტური ნიშნებით ხდება შეფასება სამართლებრივი, აქ უკვე დანაშაულთან გვაქვს საქმე და რეაგირებაც შესაბამისი გვექნება. არ არის ეს საპატიებელი დანაშაული.

არსებობს რაღაც მსუბუქი კატეგორიის სხვა დანაშაულები, რომლებზეც შეგვიძლია ვთქვათ, ცოტა თვალი კი არ დახუჭო, მაგრამ იფიქრო, რომ მაგალითად პატიმრობა, მკაცრი სასჯელი, კანონის მთელი სიმკაცრით დასჯაზე ყურადღების გამახვილება არ ღირდეს, მაგრამ ეს არის დანაშაული, რომელიც პირდაპირ სახელმწიფოს, შენს მოქალაქეს, ჩვენს მოქალაქეებს, მშვიდობას, ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, უპირისპირდება და რა თქმა უნდა, ეს უპატიებელი დანაშაულის ნუსხაშია ჩვენთვის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა