2024 წლის 28 ნოემბერს გაჩენილი მოთხოვნა უცვლელია - ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამ მოთხოვნას რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც ათობით დემონსტრანტი სისხლის სამართლის წესით დააკავეს, მათი გათავისუფლების მოთხოვნაც დაემატა.
გასული წლის 28 ნოემბერს დედაქალაქში ათი ათასაობით ადამიანი შეკრიბა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპრაკებების გახსნის საკითხს.