“დედა ისევ სამართალს ითხოვს!.. გამოიძიეთ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა‼️ დასაჯეთ დამკვეთები‼️” – ელისო კილაძე

2 weeks ago 13

ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, Forbes-ის 30 Under 30-ის გამარჯვებული, წარმატებული ახალგაზრდა, ნინო კვარაცხელია, 4 წლის წინ სასტიკი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ემოციურ შეფასება-განმარტებებს აკეთებს “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:

ოთხი წელი გავიდა…

ნიკო ყველას მოგვიკლეს, მე, შენ, ჩვენ, ქვეყანას.

სიკეთე მოკლეს და სიყვარული, საქმე და მომავალი მოკლეს.

არც ნიკოს ვიცნობდი, არც მის მშობლებს ვიცნობ.

ნიკოს დედის წერილებს ვკითხულობ და ზუსტად ვიცი როგორი ბიჭი იყო ნიკო❤️

მკვლელების გვარები კი გავიგე და დავწერე პირველმა, დამკვეთებსაც ვსდიე კვალში, ციხეში სუიციდის რამდენიმე მცდელობაზეც ვიცი… და რა?

ნიკოს ოჯახისთვის ეს შვება არაა… დედა ისევ სამართალს ითხოვს!

კიდევ ერთხელ გისამძიმრებ, საქართველო❤️

გამოიძიეთ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა‼️
დასაჯეთ დამკვეთები‼️” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა