„დაჯილდოების ცერემონიაც გამოტოვა“ – რატომ ვერ ვიხილეთ კვარა დღევანდელ მატჩში და იქნება თუ არა ის ლიგის ფინალისთვის სათამაშო ფორმაში?

2 months ago 14

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის თასის ფინალში სათამაშოდ ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა, ვარჯიშის დროს თავის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო, რის გამოც, მოძრაობაც უჭირდა. ამის შესახებ ინფორმაცია Geo Team-მა გაავრცელა.

მან მთელი პირველი ტაიმი გასახდელში გაატარა.

ქართველი ფეხბუთელი ვერც დაჯილდოების ცერემონიაზე ვიხილეთ, როდესაც პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელებმა საფრანგეთის თასი ასწიეს.

მოგვიანებით, BeIN Sports-მა დაწერა, რომ კვარამ კლუბის ნებართვით, სტადიონი მატჩის დასრულებამდე დატოვა და დასასვენებლად სახლში წავიდა.

მოსალოდნელია, რომ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის სათამაშოდ მზად იქნება.

სრულად წაკითხვა