22 სექტემბერს, პარიზში 2024/25 წლების სეზონის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული გამოვლინდება. ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე ბუკმეიკერებმა საბოლოო კოეფიციენტები გამოაქვეყნეს, სადაც ფავორიტები უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა.
უსმან დემბელე მთავარი პრეტენდენტია – ფრანგი შემტევის კოეფიციენტი მხოლოდ 1.25-ია, რაც მას აშკარა ლიდერად აქცევს.
მეორე ადგილზე ახალგაზრდა ტალანტი ლამინ იამალია, რომლის შანსებიც საკმაოდ მაღალია (5.25). მესამე პოზიციას კი ვიტინია იკავებს 17.20 კოეფიციენტით.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველის მოგებას კოეფიციენტი 40-დან 60-მდე მერყეობს, რისი ალბათობაც ძალიან დაბალია.