დაძაბულობის ზრდის ფონზე „ქართული ოცნების“ ლიდერები გამარჯვებას ზეიმობენ

11 hours ago 3

„ქართული ოცნების“ წევრები და ლიდერები, მათ შორის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მოქმედი მერი კახა კალაძე პარტიის ოფისში გამარჯვებას ზეიმობენ მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო ტელეარხმა „იმედმა“ მისი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა.

„იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ქართული ოცნება“ თბილისში ხმების 76.3%-ით ლიდერობს; შემდეგ მოდის „ლელო – ძლიერი საქართველო“ 7.1%-ით; „გირჩი“ – 6.8%-ით; „კონსერვატორები საქართველოსთვის“ – 3.3%-ით და სხვა პარტიები 6.5%-ით.

„მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვებაა“, – განაცხადა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან  გორგასლის ქუჩაზე და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. „ეს არის რეალური შედეგი, ეს არის ის, რასაც იმსახურებს საქართველო, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, გენეტიკა“.

იმავდროულად, სპეცრაზმმა ათონელის ქუჩაძე პრეზიდენტის სასახლის მახლობლად, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით მომიტინგეები დაშალა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა ბარიკადების გადალახვა სცადეს.

თავისუფლების მოედანზე გამართული აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ გეგმავენ წასვლას.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა