"დაცვაშიც და შეტევაშიც ერთნაირად თამაშობს, იმედი მაქვს ფინალს მოიგებს" - მექვაბიშვილი ხვიჩაზე

3 hours ago 2

„კრაიოვას“ ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა, „კლუჟთან“ დაპირისპირებამდე მედიის წინაშე ისაუბრა — თემების შორის კი ერთ-ერთი მთავარი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობა იყო.

ხვიჩას ფინალში მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. ის საოცარი მოთამაშეა — ძლიერია როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. თავდაჯერებულია, პროფესიონალი და მრავალმხრივი, შეუძლია დაცვაშიც და შეტევაშიც ერთნაირად ხარისხიანად ითამაშოს. ასეთ მოთამაშეს ნამდვილ ჩემპიონს ვუწოდებ. გულით ვუსურვებ, რომ არა მხოლოდ ეს ფინალი მოიგოს, არამედ მომავალშიც ბევრი ტიტული მოიპოვოს,“ — განაცხადა მექვაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს და ეს მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია - ფინალი 28 მაისს, ალიანს არენაზე გაიმართება, სადაც პსჟ ინტერს დაუპირისპირდება.

სრულად წაკითხვა