22 ნოემბერს მსუბუქ წონით კატეგორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება გველოდება — არმან ცარუკიანი ხუთრაუნდიან ბრძოლაში დენ ჰუკერს დაუპირისპირდება. სომეხი მებრძოლი დარწმუნებულია, რომ ამ შეხვედრაში გამარჯვება მას სატიტულო შანსს მოუტანს და ამის შემდეგ ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია, იძულებული გახდება სწორედ მასთან შეხვდეს.
ცარუკიანი ბოლო პერიოდში ხშირად ახსენებს თოფურიას სახელს და არც ამჯერად დაუკლია განცხადებები. მისი თქმით, ქართველი მებრძოლის შესაძლებლობები გადაჭარბებულად არის შეფასებული:
„ვარჯიშისას ის რამდენიმე სპარინგ პარტნიორს აირჩევს, დააგდებს და ხალხს ჰგონია, რომ ზებუნებრივი მებრძოლია. მაგრამ სინამდვილეში, ჩეჩნეთსა თუ დაღესტანში ნებისმიერ დარბაზში, მოყვარულიც კი შეძლებს მის პარტერში გადაყვანას, ქულების აღებას და დაფინიშებას,“ — აცხადებს ცარუკიანი.
ამ დროისთვის ილია თოფურიას შემდეგი ორთაბრძოლა ოფიციალურად დანიშნული არ აქვს. შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლმა მიმდინარე წელს დაამარცხა ჩარლზ ოლივეირა და მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა — ისტორიული მიღწევა, რომელმაც ის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო სახელად აქცია UFC-ში.