დაფიქსირდა ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა, ინფიცირების წყარო მგელია – სურსათის ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

2 months ago 7

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირების წყარო მგელია.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა 20 მაისს დადასტურდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების კერაში საკარანტინო ღონისძიებებს ახორციელებს, რაც სავალდებულო ვაქცინაციას, ცხოველების გადაადგილების შეზღუდვას, დეზინფექციას და ცხოველებზე ვეტერინარულ ზედამხედველობას გულისხმობს. შემთხვევის შესახებ ეცნობა ჯანდაცვის შესაბამის უწყებებს.

სრულად წაკითხვა