დასაფასებელი სიტყვები - რონალდინიომ ფინალის წინ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

2 months ago 13

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ betsson sport-თან ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მათ შორის, ცხადია საუბარი ჩემპიონთა ლიგის ფინალს და ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

"ვიცნობ ხვიჩა კვარაცხელიას და მომწონს მისი თამაში. ვფიქრობ, კარგი ფინალი იქნება - პარიზს ძლიერი ჰუნდი ჰყავს და უკვე მრავალი წელია ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძვიან - კარგი თამაში იქნება", - განაცხადა რონალდინიომ.

ცნობისთვის, ლიგის ფინალი 31 მაისს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება და ერთმანეთს პსჟ და ინტერი დაუპირისპირდებიან.

სრულად წაკითხვა