დასაფასებელი ჟესტი - ქუთაისის "ტორპედო" ვახო ახობაძეს უმასპინძლებს

1 week ago 8

ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის მატჩზე მოქმედ ჩემპიონ „იბერიასთან“ პარამკლავჭიდში ცნობილ ვახტანგ ახობაძეს საზეიმო მიღებით დახვდება, — ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„რას იტყვით, ჩემპიონს ერთად მივულოცოთ და მადლობა გადავუხადოთ? ხვალ „შენგელია არენაზე“ GRAND BELLAGIO NOMAD CUP-ის გამარჯვებულ ვახტანგ ახობაძეს ვუმასპინძლებთ. შეხვედრას ასევე დაესწრებიან ქართველი ჩემპიონები — გიგა ბერაძე და ავთანდილ თუთბერიძე. შენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია — მოდი სტადიონზე!“ — ნათქვამია "ტორპედოს" განცხადებაში.

ეროვნული ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "იბერიას" 28 აპრილს, 21:00 საათზე უმასპინძლებს.

ცნობისთვის, ახობაძემ ბათუმში გამართულ მატჩრევანშში ყირგიზი ბეკბოსუნ ტოკტოსუნი 3:0 დაამარცხა.

სრულად წაკითხვა