ახმეტაში მკვლელობა მოხდა.
თანასოფლელმა 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
დაჭრილია სავარაუდო დამნაშავე, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული.
დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავდაპირველად მკვლელობაში ბრალდებულ რამაზ ლეფსვერიძეს ესროლეს, რის შემდეგაც მან ჯაბა კვიცაშვილს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა
შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 მაისს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით ფეხის არეში რ.ლ. დაჭრა, რის შემდგომაც ბრალდებულმა რ.ლ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა ჯ.კ.-ს.
ბრალდებული რ.ლ. კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება, ხოლო ჯ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - სანადირო თოფი და პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს” - ნათქვამია ინფორმაციაში.