,, დამიჯერეთ, მათი ციხეში ყოფნა, მათი და მათი ოჯახების ცხოვრების გაუბედურება არ უხარია საზოგადოების უდიდეს ნაწილს” – რა ვიდეოს აქვეყნებს კვირიკაშვილი

3 hours ago 2

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესის ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

,,გამოუშვით ეს ადამიანები!
ამით მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს საზოგადოებაში დაძაბულობის განმუხტვას. დამიჯერეთ, მათი ციხეში ყოფნა, მათი და მათი ოჯახების ცხოვრების გაუბედურება არ უხარია საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მათ შორის, თქვენ წამოიდგინეთ, თქვენი მომხრეების დიდ ნაწილსაც, რასაც პირდაპირ სავარაუდოდ არ გეუბნებიან.

ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება, უფრო მეტიც, ამის გაკეთება აუცილებელია განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არცერთი ადამიანი, ვინც გადაამეტა ძალაუფლებას, არ დაგისჯიათ. ჩვენი საზოგადოებისთვის ამგვარი სიხისტე და ადამიანური კომპრომისის გამორიცხვა, რის დემონსტრირებასაც ცდილობთ, არც ბუნებრივია და არც მისაღები. ასე ხისტად და თანაც ცალმხრივად სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ამით მხოლოდ უსამართლობის განცდის და უარყოფითი მუხტის დაგროვებას შევუწყობთ ხელს.

გადადგით ეს ნაბიჯი, ამით მხოლოდ დადებითს მიიღებთ ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც.“

სრულად წაკითხვა