დავით გრიშიკაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში ითამაშებს

2 months ago 10

საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი, დავით გრიშიკაშვილი კარიერას ჩრდილოეთ მაკედონიის კლუბ ბუტელე სკოპიეში გააგრძელებს.

18 წლის ხელბურთელისთვის ეს პირველი უცხოური კლუბია.

გრიშიკაშვილი საქართველოში სტუ პეგასის ღირსებას იცავდა. იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და საუკეთესო ბიმბარდირი, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ რამდენჯერმე ეროვნული ნაკრების შეკრებაზეც მიიწვია.

ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში ბუტელე სკოპიემ გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულა.

სრულად წაკითხვა