LFP-ის ოფიციალური ინფორმაციით, გადადებული „ლე კლასიკი“ – მარსელსა და პარი სენ-ჟერმენს შორის, დებულების მიხედვით, გაიმართება ხვალ, 22 სექტემბერს, „ველოდრომზე“.
თუმცა, ყველაზე დიდი ინტრიგა იმაშია, რომ მატჩის დაგეგმილი დრო ზუსტად ემთხვევა პარიზში დაგეგმილ "ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას. სხვა სიტყვებით, საფრანგეთის ორი უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მოვლენა ერთსა და იმავე დროს გაიმართება.
ეს გარემოება განსაკუთრებულ კითხვებს აჩენს, რადგან სწორედ პსჟ არის ის კლუბი, რომელსაც „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს – 9 ფეხბურთელი ტოპ 30-ეულში. მეტიც, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პარიზელთა მთავარი მწვრთნელი, დიდი ალბათობით, ნომინაციის გამარჯვებულთან ერთად ასპარეზზე ავა.
ფრანგული გამოცემა Le Meilleur du PSG სოციალურ ქსელში წერს:
„კლუბი, რომელსაც Ballon d’Or-ის ტოპ 30-ში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს და რომლის მწვრთნელიც დიდი ალბათობით გახდება გამარჯვებული, ვერ დაესწრება ცერემონიალს საკუთარ ქალაქში.“
პსჟ-ს რიგებში დასახელებულ 9 ფეხბურთელს შორის მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაც, რაც ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული მიღწევაა. ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტად კი კვლავ პსჟ-ს შემტევი უსმან დემბელე რჩება. მართალია, ის ტრავმის გამო ვერ დაეხმარება თავის გუნდს „ველოდრომზე“, მაგრამ პარიზში იმყოფება და ცერემონიას აუცილებლად დაესწრება.
ამრიგად, საფრანგეთი შაბათს ფაქტობრივად ორ ნაწილად გაიყოფა – მარსელში გულშემატკივრები დაესწრებიან საფრანგეთის საფეხბურთო კლასიკოსს, ხოლო პარიზში მსოფლიო ფეხბურთი წლევანდელი საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებას იხილავს.