“და აქედან გაძევებულებს სულ ეცოდინებათ რომ არიან როდიონოვების შთამომავლები!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

3 days ago 7

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პარალელს ავლებს 1989 წლის 9 აპრილისა და საქართველოში ბოლო პერიოდის მოვლენებს შორის:

9 აპრილს, ზუსტად აი ამაზე, ქართველების დაწამვლაზე უარი თქვეს ქართველებმა და რუსეთიდან ჩამოვიდა ჯარი, რომელმაც ბოლომდე გაგვიმეტა.

იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებმაც ათი ათასობით ადამიანი გაიმეტა ცნობილი ხომ გახდება.

აუცილებლად გვეცოდინება ის ხალხი ვინც ეს ყველაფერი თუნდაც ტექნიკურად შეასრულა!!

მერე სად მიდიხართ?! გგონიათ ამ სამყაროში არსებობს ადგილი სადაც ქართველი არ შეგხვდებათ? სადაც ვერ მოგწვდებით?

თქვენი შვილები ამ ქვეყანაში ვეღარასოდეს იცხოვრებენ! ვერც შვილიშვილები!

და აქედან გაძევებულებს სულ ეცოდინებათ რომ არიან როდიონოვების შთამომავლები!” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა