“გუშინ ვინც იყო მოსული, იმას ტვინი საერთოდ არა ჰქონდა” - რას ამბობს შინჯიკაშვილი

5 hours ago 2

გიორგი შინჯიკაშვილის მამა ამბობს, რომ დაკავების არ ეშინია და ამტკიცებს, რომ "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი მის სახლში უნებართვოდ შევიდა:

"მე ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა, გუშინ ვინც იყო მოსული, იმას ტვინი საერთოდ არა ჰქონდა და როგორ შეერყა? იქ მე ქალი არ მინახია, იქ ვიღაცა ქაჯი იყო მოსული და ვიღაცა გაუზრდელი ახალგაზრდა იყო მოსული , მამაკაცი... რატომ უნდა მეშინოდეს დაკავების? ოჯახში შემოვიდა დაუკითხავად" - ამბობს შინჯიკაშვილი “ტვ პირველთან”.

შეგახსენებთ, ტვ პირველის გადამღები ჯგუფი შინჯიკაშვილის სახლში მას შემდეგ მივიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ გიორგი შინჯიკაშვილმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა.

“ტვ პირველის" ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს, გუშინ, სახლში სტუმრობისას თავს დაესხა ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე - გუბერნატორის მამა და ჯერ ტელეფონი წაართვა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.

მარიამ მაკასარაშვილს ტვინის შერყევა აქვს და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სრულად წაკითხვა