მწერალმა და ისტორიკოსმა გურამ ქართველიშილმა ჯე რკიდე 5 წლის წინ ზუსტად იწინასწარმეტყველა საქართველოს მომავალი:
“5 წლის წინ ეს ლექსი რომ დავწერე, კინაღამ ჯვარს მაცვეს ქართველებმა. ა, ბატონო, შედეგი. გვრჩება საქართველო ოხრად…
პროვინციალიზმი
უნახავმა რა ნახაო? საზღვარგარეთ გზა ნახაო.
იმისთანა სვეცკი გავხდი, ამფერს სხვაგან სა ნახაო,
პარიზში ვარ გაჩითული, ბეჩა ნეტა განახაო,
გევიხადე კალოშები, ზმანები მაქ სანახაო,
იმფერი და ამფერიო, ჩემისთანას საფერიო,
დროშა ამერიკული თუ რუსეთუმე სამფერიო,
ჩამორჩენილ სამშობლოში რაღა მინდა? აფერიო!
გაწი იქით ქართველობა, ვინცხაში არ აგერიო,
იქანე და აქანეო, სიდან მეიქაქანეო?
ევროპაში გადავსახლდი, კაი არი მაქანეო,
აზიელზე მივაყიდე საბოსტნე და საყანეო,
ინგლისურად გადავთარგმნე – იქინე და აქანეო.”