"გუნდის გადარჩენა ყველამ უნდა ვცადოთ" - ქეცბაია ანორთოსისის რთულ მდგომარეობაზე

5 days ago 5

კვიპროსის ჩემპიონატის მე-5 ტურში „ანორთოსისი“ საკუთარ მოედანზე „ომონიასთან“ 0:5 დამარცხდა. მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა.

ასეთი შედეგის შემდეგ კომენტარი რთულია – ეს მარცხი ყველას ბრალია. გუნდი რთულ ვითარებაშია, როგორც სპორტულად, ისე ფინანსურად. მაგრამ მე, როგორც „ანორთოსისის“ ნაწილი, კლუბს არ დავტოვებ, სანამ საჭირო ვიქნები. ყველა უნდა შევეცადოთ, რომ გუნდი გადავარჩინოთ,“ – აღნიშნა ქეცბაიამ.

მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ „ანორთოსისი“ დროთა განმავლობაში საკუთარ სიმაღლეზე დაბრუნდება.

მძიმე ფინანსური კრიზისის ფონზე ქეცბაია კლუბში მესამედ დაბრუნდა. ამჟამად გუნდს 5 ტურის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა აქვს და მე-13 პოზიციაზე იმყოფება.

სრულად წაკითხვა