,,გულწრფელად გეტყვით, რატომ არ ვათამაშებდი მიქაუტაძეს”, – სომხეთის მწვრთნელმა განმარტა, რატომ არ აძლევდა ქართველს აიაქსში სათამაშო დროს

4 months ago 49

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმა განმარტა, რატომ არ აძლევდა აიაქსში საქართველოს ნაკრების ფორვარდ ჟორჟ მიქაუტაძეს სათამაშო დროს.

,,გულწრფელად გეტყვით – გუნდი შედარებით გვიან ჩავიბარე. მის კონკურენტებს ბევრი გოლი გაჰქონდათ და ამიტომ არ უწევდა თამაში. ვცდილობდი, მისი ადგილი ნახევარდაცვაში მეპოვნა.
მიქაუტაძე მშრომელი და კარგი ფეხბურთელია და მიხარია, რომ მისი კარიერა განვითარების პროცესშია”, – განაცხადა ჯონ ვან ტ’სხიპმა.

სრულად წაკითხვა