გორის საკრებულოს კომისიებმა საკუთარი 6-თვიანი მუშაობის ანგარიშები ერთ გვერდში ჩაატიეს

4 days ago 4

გორის საკრებულოს კომისიებმა საკუთარი 6-თვიანი მუშაობის ანგარიშები ერთ გვერდში ჩაატიეს.

მაგალითად, ინფრასტრუქტურის კომისიას საკუთარი საქმიანობის მიმოხილვისთვის მხოლოდ 6 აბზაცი ეყო. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ კი განხორციელებული აქტივობები მხოლოთ ერთი აბზაცით აღწერა. იდენტური მოცულობის ანგარიშები მოამზადეს სამანდატო, ჯანდაცვისა და ქონების მართვის კომისიებმაც.

კომისიების მიერ მომზადებული ანგარიშები არ იძლევა მათი მუშაობის ეფექტიანობის შეფასების საშუალებას. 

დოკუმენტებში არ არის აღწერილი კონკრეტული საქმიანობა, მიღწეული შედეგები, განხილული საკითხების მნიშვნელობა ან ის სარგებელი, რაც ამ საქმიანობამ გორის მოსახლეობას მოუტანა.

ანგარიშები ძირითადად შემოიფარგლება ისეთი ფორმალური ინფორმაციით, როგორიცაა კომისიის შემადგენლობის ჩამონათვალი და ჩატარებული სხდომების რაოდენობა.

რა სამუშაოს ასრულებენ კომისიები? რა ინიციატივები წამოაყენეს? რა პრობლემები მოაგვარეს? რა გავლენა იქონია მათმა მუშაობამ ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, ბიუჯეტის მართვაზე ან მოქალაქეთა საჭიროებებზე? –  ერთგვერდიანი დოკუმენტები ამ კითხვებზე პასუხს ვერ სცემს.

ამგვარ ანგარიშებზე დაყრდნობით, საკრებულოს წევრები ერთმანეთის მუშაობის შეფასებას მომავალ სხდომაზე გეგმავენ. 

სრულად წაკითხვა