გორის მერია დედის დღეზე სიმღერისთვის “ქართულ ხმებს” 18 000 ლარს გადაუხდის

5 months ago 25

გორის მერია ანსამბლს “ქართული ხმები” 18 000 ლარს გადაუხდის. 

უწყება აღნიშნულ თანხას დედის დღესთან დაკავშირები დაგეგმილ ღონისძიების ფარგლებში დახარჯავს.

“დედის დღესთან დაკავშირებით, გეპატიჟებით ანსამბლ “ქართული ხმების” ლიტერატურულ – მუსიკალურ კომპოზიციაზე “წუთისოფელი”. თარიღი: 3 მარტი დრო: 15:00 საათი, ადგილი: გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, დასწრება თავისუფალია”, – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში. 

აღნიშნული მომსახურების გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვა გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების სააგენტომ შესყიდვების სააგენტოს სთხოვა. 

სრულად წაკითხვა