მწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეფის ერეკლე მეორის შესახებ ძალიან საინტერესო ჩანაწერს გვთავაზობს:
„ – მეფევ ბატონო, ნუ მიწყენ და რამდენიმე შეკითხვას მოგცემ.
– ვინ ხარ?
– არაგველი ვარ, შავი არაგვის ხეობიდან, გუდამაყრელი.
– რას ითხოვ?
– რას იტყვი კრწანისზე, მეფევ ბატონო?
– რას ვიტყვი! გამყიდეს! მაშინ ხუთი ათასი მეომარი ძლივს ვიშოვე, ჩემს დასაფლავებაზე კი ოცი ათასი იყო მოსული.
– მეფევ ბატონო, რამდენი წლისა ბრძანდებოდით კრწანისის ომში?
– სამოცდათხუთმეტის.
– ახლა, ახლა თუ ფიქრობთ ჩვენზე?
– აბა ვისზე ვიფიქრო, ბალღო!
– არაგველების საძებრად გამომგზავნეს გუდამაყრიდან.
– მიდი, კრწანისში არიან.
– მშვიდობით ბრძანდებოდე, მეფევ ბატონო“.