გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

11 hours ago 2

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი კვლავაც ყურადღების ცენტრშია — ის ლა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა 35-ე ტურის სიმბოლურ შემადგენლობაში შეიყვანა.

მამარდაშვილმა გამორჩეული თამაში აჩვენა „ხეტაფეს“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რომელიც „ვალენსიამ“ 3:0 მოიგო. ქართველმა გოლკიპერმა შეხვედრის განმავლობაში სამი რთული დარტყმა მოიგერია და თავისი კარი მშრალად შეინარჩუნა.

ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მამარდაშვილის გვერდით სხვა გამორჩეული ფეხბურთელებიც მოხვდნენ. სრულად შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“)

მცველები: ოსკარ მინგესა („სელტა“), ხუან ფოიტი („ვილიარეალი“), არიდანე ერნანდესი („რაიო ვალეკანო“), კიკე სალასი („სევილია“)

ნახევარმცველები: ისკო („ბეტისი“), ხორხე რაბა („ლეგანესი“), სერჟი დარდერი („მალიორკა“)

თავდამსხმელები: რაფინია („ბარსელონა“), ალექსანდერ სიორლოთი („ატლეტიკო“), კილიან მბაპე („რეალი“).

სრულად წაკითხვა