Cagliarinews-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი შემტევის, გიორგი კვერნაძის დამატებას სერია A-ს 2 გუნდი ეცდება.
2004 წელს დაბადებულმა გიორგი კვერნაძემ, შესაძლოა, „ფროზინონეში“ გატარებული ორი სეზონის შემდეგ გუნდი დატოვოს და „კალიარიში“ გადავიდეს. ნიჭიერი ქართველი თავდამსხმელი სეზონის დაწყებამდე „კალიარის“ სასურველ მოთამაშეთა სიაში სულ უფრო პოპულარული ხდება.
კვერნაძემ გასულ სეზონში „ფროზინონეს“ ენერგია და არაპროგნოზირებადობა შემატა. 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ახალგაზრდა ასაკი და როგორც ვინგერის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშის უნარი ქართველს „კალიარის“ სამომავლო სტრატეგიებისთვის მოქნილ და საინტერესო სახედ აქცევს.
„კალიარი“ მზადაა, კვერნაძეზე ფსონი დადოს სერია A-ში მისი შემდეგი თავგადასავლისთვის.
- წერს იტალიური გამოცემა.