ავარიის შედეგად, მტკვარში ავტომობილი ჩავარდა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ამ დრომდე უტა ელიავას და გიორგი შამუგიას ეძებენ. ისინი ზუგდიდიდან იყვნენ.
უტა 24 წლის არის, გიორგი – 23-ის. როგორც ბიჭების ახლობლები გვიყვებიან, მომხდარის დროს არც ერთი საჭესთან არ იჯდა და ავტომობილს სხვა პირი მართავდა. ასევე, მათი ცნობით, მესამე ახალგაზრდა, რომელსაც ეძებენ, სავარაუდოდ სტუმარია, რომელიც ბიჭებთან უცხოეთიდან იყო ჩამოსული.
„გიორგი და უტა მეგობრები იყვნენ, ძალიან ახლო მეგობრები. ძმებივით იყვნენ. ისეთ მდგომარეობაში ვართ, დაბნეულები და შოკირებულები, საუბარი გვიჭირს. როგორც გავიგეთ და თვითმხილველებმაც თქვეს, მეორე მანქანა დაეჯახა და ინერციით გადავარდნენ მტკვარში. გიორგი უნივერსიტეტში სწავლობდა თბილისში. საშინელება მოხდა. მეტს ვერაფერს ვიტყვით ჯერჯერობით” – ამბობენ ახლობლები.
წყარო: ambebi.ge