გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით იმყოფება, “იმედი”-ს მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია არის ტყუილი, არცერთ ადამიანს არ დაუტოვებია პარტია – თამარ კეკენაძე

1 month ago 11

წაკითხვა: 131

გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით იმყოფება ევროპაში, ამ ვიზიტს აქვს ორი ამოცანა: სტრატეგიულ პარტნიორებთან მუშაობის გაგრძელება იმისთვის, რომ არ ძშეჩერდეს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი და მეორე – შემოდგომაზე დაგეგმილია ჩვენი პარტიის გაწევრიანება ევროპის-სოციალ დემოკრატების ოჯახში გაწევრიანება და შესაბამისად, მიმდინარეობს ამ კუთხითაც ორმხრივი შეხვედრები შესაბამის პარტნიორებთან”– განაცხადა პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კეკენაძემ Multimedia.ge-სთან საუბრისას.

მან  უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ნათია მეზვრიშვილმა და თეონა აქუბარდიამ გახარიას პარტია დატოვეს. თამარ კეკენაძის თქმით, ეს არის ტყუილი და ნათია მეზვრიშვილი საზღვარგარეთიდან, დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს პარტიაში მუშაობას.

“იმედი”-ს მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია არის ტყუილი, არცერთ ადამიანს არ დაუტოვებია პარტია, ჩვენ ახლა სრულად კამპანიურ რეჟიმში ვიმყოფებით და თითოეული მათგანი ჩართულია პარტიულ მუშაობაში, ისევე როგორც იყო ჩართული”- აღნიშნა თამარ კეკენაძემ.

კითხვაზე – ხომ არ ელის გიორგი გახარია დაკავებას და ამიტომ არ ჩამოდის საქართველოში, პარტიაში პასუხობენ, რომ ეს სიმართლე არ არის და გახარია შეხვედრებს მართავს პარტნიორებთან.

“გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით იმყოფება, თუ რამე შეიცვლება პირადად ჩვენგან და გიორგი გახარიასგან გაიგებენ”– განაცხადა თამარ კეკენაძემ Multimedia.ge-სთან საუბარში.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა