გია ფერაძე და საბედისწერო “კალამი”

1 month ago 6

მოსკოვი, სადღაც 1984 – 85 წელი იყო.

 ქალაქიდან  დავბრუნდით, გვშიოდა, იქვე სასტუმროს კაფეში შევედით, (საქართველოს საელჩოს სასტუმრო იყო მოსკოვში… ბევრი „წიეს“ სასტუმროთი იცნობდა, წიე, – სასტუმროს დირექტორი იყო)

კაფეში შესვლისთანავე ქართულად შემოგვძახა – აქეთ მოდით რამდენი ხანი უნდა გელოდოთო, თან ეცინებოდა 😃 გავხედეთ და … ვაა გიაა….

გიასთან ერთად ლევან აბაშიძე და დათო გოგიაშვილი (თავგასა) იყვნენ. მაგიდაზე “პერცოვკა” არაყი ედგათ, შიგ ჩაგდებული წიწაკით. ცოტა მჟავე კიტრი, ცოტა ძეხვი,  კატლეტი გარნირით…..

  აბა რას შვრებით? როგორ ხართ? აქ რას აკეთებთ? – იკითხა გიამ…

გოგიტას ფილმი ჩამოვიტანეთ გოსკინოში ჩასაბარებლად (გოგიტა ჭყონია, კინორეჟისორი იმ დროს ГОСКИНО  СССР Государственный Комитет по кинематографии ვაბარებდით ფილმებს, “ღამის პეპელა” ერქვა მის ფილმს.)

– მერე? რა ქენით ჩააბარეთ? – იკითხა გიამ

– პრინციპში კიი, ცოტა შენიშვნები მოგვცეს, ჩავალთ გავასწორებთ და ეგ არის.

– თქვენ რას შვრებით? – ჰკითხა გოგიტამ.

– ჩვენც უკრაინიდან მოვდივართ, გიორგი შენგელაის ფილმს დავყვებით (ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა) თან აგერ არც კი გამოვფხიზლებულვართო და აუტყდა სიცილი…

პატარა გახურების შემდეგ  დავიწყეთ მოგზაურობის ისტორიების მოყოლა….

– იცით რა დამემართა? იცინის გია, შეიძლება გამოშტერდეს კაცი… მოკლედ, უკრაინდან მოვფრინავთ მოსკოვში, „ტამოჟნიას“ გასასვლელი რომ არის, სადაც მეტალოდეტექტორია, იქ გავდივარ – ბარგს არ დაუწრიპინებია, მე როგორც გავედი ეგრევე სირენა ჩაირთოო. ამოვალაგე რაც ჯიბეებში მქონდა და იქვე მაგიდაზე დავაწყვე – კიდევ გავიარე და ისევ სირენა ჩაირთო… თურმე გულის ჯიბეში  “რკინის საწერ-კალამს” რომ გავს, ის იარაღი მედო… შინაგანად ცოტა ავღელდი, სწრაფად ამოვიღე ის “კალმისტარი” და მათივე მაგიდაზე დავდე…

– что ето такое ? (რა არის ეს?) – იკითხა ბარგის შემოწმებელმა;

– ето ручка, оригинальная, на кинфестивале подорили.. (ეს ორიგინალური საწერ-კალამია, კინო ფესტივალზე მაჩუქეს) ვთქვი და ამ “რუჩკის”გარდა ყველაფერი ავიღე და ნელ- ნელა ვიპარებოდი… უცბად შეძახილი მესმის  – молодоий человек… (ახალგაზრდავ) ეს ხმა რომ გავიგე გავშეშდი, ათასმა ფიქრმა გამიელვა თავში. – вы забили авторучку… (საწერ-კალამი დაგრჩათ) სანამ მივტრიალდი, ჩემი დამემართა, უბრალოდ არ შევიმჩნიე… მომაწოდა ჩემი “კალმისტარი” და გამოვედით.

(ნეტავ იქ დაეტოვებინა, ვიტყვი რაღაც პერიოდის შემდეგ …)

მოკლედ  ვისადილეთ, ბევრი ვიცინეთ და ავედით ჩვენ-ჩვენ ნომრებში, გზაში გია მეუბნება

 – შენთვის საჩუქარი მაქვს;

– ვაახ გამისწორდა, ნეტა რა აქვს-თქო.

– დილით  დაგირეკავ და შემოდი ჩვენთან, მეც დამეხმარები და თან საჩუქარსაც მოგცემო.

– ბაზარი არაა, დილით შენთან ვარ-მეთქი… და დავიშალეთ.

დილით ადრე ჩვენს ნომერში ტელეფონმა დარეკა, გია იყო, – რას შვრები, არ შემოივლიო?

ლოგინზე  წამომჯდარი დამხვდა, თავგასას ეძინა (გია და თავგასა ერთ ნომერში იყვნენ) წინ მაგიდაზე ისევ წიწაკა ჩაგდებული არყის ბოთლი იდგა  ….

– დილით ადრე გავიღვიძე და ვერაფრის დიდებით ვერ ჩავარტყი ეს დედა@@@@ული არაყი… პირსახოცითაც ვცადე, მაგრამ ვერ შევძელიო…

მოკლედ ხელი ისე უკანკალებდა, ბოთლს ვერანაირად ვერ კიდებდა ხელს, რომც დაესხა ჭიქას მაინც ვერ აწევდა…

– ძმურად, წამეშველე, ერთი სამი-ოთხი ზახოდი დამალევინეო;

– ბაზარი არაა-მეთქი…. დავასხი ზუსტად იმ ზომაზე, როგორც მითხრა…

– ახლა თუ შეგიძლია თავი დამიჭორეო; – მოკლედ მის ინსტრუქციებს მივყევი… პირველი ჭიქა ჩაარტყა… არყისგან ისეთი “პრიხოდი” მიიღო მანამდე  არასდროს მინახავს…

– შენ გაიხარე ჯიგაროო…. აი ასეთ დღეში ვარ, ამ პაესტკაში ზაპოი ავიკიდეო… მიდი, მეორეც დაასხიო…

– დავასხი და ისევ დავალევინე, მეორე ჭიქა პირველზე უკეთესად წავიდა….თან ხელს ამოწმებს უკანკალებს თუ არა….ხმაურში თავგასამაც გაიღვიძა, ჯერ ბურუსში იყო ისეთი პახმელია ქონდა;

– რას შვრებითო?

– რას და თამაზი დამეხმარა ორი ჭიქა უკვე ჩავარტყიო;

– მეც დამისხითო;

– დავუსხი, მივაწოდე ჭიქა და მანაც მძიმედ გადაკრა….მერე მიაყოლა კიტრის მჟავე და ისევ შეიბრუნა ძილი….

– მოდი მოდი ისევ დაასხიო;

 -მოკლედ იქამდე ვასმევდი სანამ ხელი არ გაუსწორდა,

– ვსიო აღარ მიკანკალებსო; – მოვიდა ხასიათზე, ბიჭოო მაგარი კასეტა მაქვსო, კიევში მაჩუქეს, შემთხვევით მაგნიტაფონს ხომ ვერ დავითრევთო;

-ამ დროს წამოღებული მქონდა მაშინდელი პატარა ერთკასეტიანი “Весна” მაგნიტაფონი,ცოლის დას ვეთხოვე მოსკოვში წამოსაღებად;

– ეხლავე მოვალ შევძახე გიას და წავედი მოსატანად….შევედი თუ არა,ხელში დიდი ბრტყელი “შაიბა” უჭირავს(აი ისეთი, ადრე შოკოლადის ბრტყელი მონეტები რომ იყო);

– ვახ შენ რა კაცი ყოფილხარო და აჰა შენ, მე მაინც არ ვეწევი და შენ და გოგიტას გაგისწორდებათ, მომაწოდა ის შაიბა…

გამომართვა მაგნიტოფონი, ჩადო თავისი კასეტა და ჩართო

– აი ამას ვუსმენდით весна-ს მაგნიტოფონში 😂

ცოტა კიდევ ვიხალისეთ და მერე  მე და გოგიტა ჩვენ საქმეებზე წაცედით….

 საღამოს, როცა მოვედით, გიასთან შევიარე ნომერში, მის გვერდით, საწოლზე პაატა ბურჭულაძე იყო ჩამომჯდარი, წინ ისევ წიწაკიანი არყის ბოთლი იდგა, თან ტკბილად ჭუკჭუკებდნენ – თავგასას ისევ ეძინა…

– მოდი, მოდი, კაკრაზ, ერთ ამბავს ვიხსენებდით და მოგიყვებითო;

– პაატამ დაიწყო

 – ახალი წასული ვარ იტალიაში, ის პერიოდია, როცა ლა სკალას სცენაზე პირველად უნდა გამოვიდე, თან მაგრად ვნერვიულობ;

– მოიცა მოიცა, აქედან მე გავაგრძელებ, – აწყვეტინებს გია და აგრძელებს. რუსთაველის თეატრს გასტროლები გვაქვს მილანში, თარიღებიც ვიცით როდის და სად გვაქვს სპექტაკლები, სანამ წავიდოდი “პაესტკაში” გამახსენდა, რომ პაატა იქ იყო, ავდექი და დავურეკე;

– მანდ თუ ხარ, რუსთაველის თეატრი ჩამოდის გასტროლებზე, თან გნახავ და თან სპექტაკლზეც გპატიჟებ-მეთქი;

– პაატამ ჩამოდით აქ ვარ და დაგხვდებითო….

– მოკლედ ჩავედით მილანში, შევხვდი პაატას, მომატარა მთელი მილანის ღირშესანიშნავი ადგილები, მერე ვიბოდიალეთ კაფე-ბარებში, საღამოს მეუბნება, ხვალ კონცერტი მაქვს ლა სკალას თეატრში, წამო წავიდეთ, განახებ სად გამოვდივარო… იქვე იყო ლასკალა, ავდექით და წავედით… შევედით ამ საოცარ შენობაში, რაღაცა გასასვლელებით სცენაზე ამიყვანა, სცენიდან დარბაზში ჩავედით…

სცენაზე დეკორატორები მუშაობდნენ, დეკორაციას აწყობდნენ სპექტაკლისთვის, მოკლედ კაკუნის  და გადაძახილების ატმოსფერო იდგა.

 – ხვალ ამ სცენაზე პირველად გამოვდივარ;

– აი შენი რიგი და ადგილი… მიმანიშნა პაატამ;

– პატარა პაუზის შემდეგ  პაატას უცბად გავეცალე, ავვარდი სცენაზე… გავიხედ-გამოვიხედე, ისევ დავიჭირე პაუზა, შემდეგ მთელი მონდომებით  ვერდის La traviata-ს პირველი კუპლეტის არია დავცხე 😂

ისეთი შევბერე მეც გამიკვირდა ჩემი თავის, დეკორატორებს რომ გავხედე ისინიც გაოცებულნი მიყურებდნენ 😂  დავამთავრე თუ არა ატყდა ტაში, მადლობა გადავუხადე დეკორატორებს, პაატასკენ წავედი და ისე ჩავუქროლე ზედაც კი არ შემიხედია;

– უცბად პაატა აგრძელებს მოყოლას..

სცენიდან, რომ ჩამიქროლა ამაყად თავაწეულმა ვაჟბატონმა, შევძახე, – სად მიდიხარ- თქო? არც გამოუხედავს აი, ასე უტიფრად, ყურადღებაც არ მომაქცია ამ ჩათლახმაო… მერე შევყვირე, – რა იყოო, რა დაგემართა ამისთანა?

– რაღა რა იყოო, შენზე პირველად  ვიმღერე ლა სკალაში, საერთოდ ვინ ხარო 😂 არადა, ვერაფერი ვუთხარი, მართალიც იყო და მართლა კარგად იმღერაო…😍

აგვიტყდა სამივეს სიცილი… აი ასე წრუპვა წრუპვით გიამ და პაატამ კიდევ ბევრი ისტორია გაიხსენეს…

მესამე დღესაც გიასთან სუფრა იყო გაშლილი. შუა ქეიფში შემოდის ლევან აბაშიძე, მოგვესალმა და გიას მამართა – მამი (ასე ეძახდა) დღეს ვერ მოვალ და მინდა რომ იცოდეო.

– გიამ ჩამოასხა ჭიქაში ღვინო და ლევანს მიაწოდა, – ეს დაგვილიე და წადიო.

– ხომ იცი მამი არ ვსვამ და ვერ დავლევო.

– გიამ უცბად გააძრო თავისი” რუჩკა” გადატენა – ეხლაც არ დალევო? თან გაეცინა.

– კი როგორ არ დავლევო – აწია ჭიქა და ცოტა მოსვა.

– ბოლომდე მამი

– ლევანიმ როგორც კი ჩაცალა ჭიქა, გიამ ჩემ ყურთან ეგრევე გამოკრა ჩახმახს და გაისროლა 😯 გაისროლა ოღონდ ჭერში, მე კი მაგ დროს ჩემი დამემართა 😂

ასე დამთავრდა ეს დღეც…

დადგა ჩვენი გამზავრების დროც, მე და გოგიტას ერთი ბილეთის ფული გვაქვს 😊

მოიცა მოიცა ახლავე გადავრეკავ და ერთ ას მანეთს გამოვართმევო… აიღო გიამ ტელეფონი და დაურეკა…

– სასტუმრო კოსმოსში ვარ, თუ მოხვალთ მოგცემო…ავდექით და წავედით კოსმოსში… იქაც ცოტა ჩაარტყეს, ასი მანეთიდან ორმოცი  გიამ თავისთვის დაიტოვა და სამოცი ჩვენ მოგვცა.

წავედით მე და გოგიტა აეროპორტში და გადმოვფრინდით… ერთი კვირის მერე თავგასა გადმოფრინდა და “ვესნას” მაგნიტაფონი ჩამომიტანა 😂

შემდეგი ერთი კვირის მერე გია გადმოფრინდა, მისულა სახლში და მოხდა ის რაც მოხდა 😢

გაუვარდა და იმ საბედისწერო კალამს მისი დიდი სიყვარული შეეწირა… ჰოდა, ამ ფოტომ გამახსენა ახლა ეს ისტორია… ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.

ავტორი: თამაზ ორაშვილი

სრულად წაკითხვა