გვარი ვერ წარმოთქვა და.. - როგორ მიმართა ხვიჩა კვარაცხელიას ემანუელ მაკრონმა

2 months ago 4

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის დედაქალაქში ჩაფრინდა, სადაც პარიზელებმა დიდი ზეიმი გამართეს.

მადლობის გადასახდელად გუნდი თავისთან ქვეყნის პრეზიდენტმაც მიიწვია, რომელმაც თითოეული მოთამაშის გვარი ჩამოთვალა და ყველას მადლობა გადაუხადა.

სხვათა შორის, ემანუელ მაკრონს ხვიჩა კვარაცხელიას გვარის თქმა გაუჭირდა, რის გამოც პრეზიდენტმა ქართველი ფეხბურთელი ასე მოიხსენია:

ჩვენ ასევე დავიმატეთ ფეხბურთელი, რომელსაც სამი ფილტვი აქვს.

- თქვა მაკრონმა ხვიჩაზე, რომელსაც, როგორც ჩანს, კვარას ფიზმომზადება და მოედანზე დაუღალავი სირბილი ძალიან მოსწონებია.

სრულად წაკითხვა